გოგი მეშველიანი: მჯერა, რომ დმანისი არჩევანს ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში, ლოგჭანდარის, გორას, კამიშლოსა და გუგუთის მოსახლეობას შეხვდა.

გოგი მეშველიანმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებები პირადად მოისმიანა.

„ჩვენ არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან და მათთან ერთად დავსახავთ პრიორიტეტებს. მჯერა, რომ დმანისი 31 ოქტომბერს საკუთარ არჩევანს ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები