ასლან ბჟანია “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში “სამუშაო ვიზიტით” გაემგზავრა.
ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის მთავრობის შემადგენლობებთან.
ე.წ. პრეზიდენტად ასლან ბჟანიას მარტში არჩევის შემდეგ, ეს უკვე მეხუთე მისი ვიზიტია. ბოლო მივლინება ბჟანიას 14 სექტემბერს ჰქონდა.