თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება არ არსებობს

თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს კლინიკებში საწოლების საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების განთავსების საჭიროება არ არსებობს.

„ამჟამად, მობილიზებულია 4 300 საწოლი. სულ, ქვეყანაში არსებული საწოლების რეზერვის გათვალისწინებით, შესაძლებელია კიდევ ერთი 4 000-ის მობილიზება. საქართველოს შეუძლია, გამოყოს 8 000-მდე საწოლი ისე, რომ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს მედიცინის სხვა მიმართულებებს. 2 500 ოჯახის ექიმია საქართველოში, მათგან 1000 უკვე ჩართულია კოვიდის მართვაში და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ასევე, 50 ონლაინკლინიკა ოჯახის ექიმების უკვე ჩართულია მართვაში. უახლოეს დღეებში კიდევ ექვსი ასეთი კლინიკა ჩაერთვება. საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება, ჯერჯერობით, ქვეყანაში არ არის, შესაბამისად, დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები