მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაღმაიძის თქმით, მიტროპოლიტს ერთ-ერთ ჟურნალისტთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

“დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების გამო.

როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება.

მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში, ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს”, – წერს ჯაღმაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები