დავით ნარმანია MIGA-ს წარმომადგენლებს შეხვდა

  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია MIGA-ს (მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო) წარმომადგენლებს შეხვდა. ეს ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია. მისი დანიშნულება, სახელმწიფოსათვის სტრატეგიული საჯარო პროექტების განხორციელების მიზნით, განვითარებად ქვეყნებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა და წახალისებაა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის MIGA-ს რეგიონული მენეჯერი ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში ოლივერ ლამბერტი, MIGA-ს მრჩეველი დაზღვევის საკითხებში ქრისტოფერ მილვორდი და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი აჰმედ აივეიდა. როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია კერძო-საჯარო ინვესტიციების განხორციელებით და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. მინისტრი MIGA-ს წარმომადგენლებს საქართველოსათვის სტრატეგიული პროექტების სიას გადასცემს. ასევე, დაგეგმილია MIGA-ს წარმომადგენლების შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, რის შემდეგაც მხარეები კონკრეტულ პროექტების თაობაზე ჩამოყალიბდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები