სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა და “ქართული არჩევანის” კიდევ რამდენიმე წევრი კვერცხების სროლისთვის დააკავეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი: პარტია „ქართული არჩევანის“ ლიდერი – ბეჟან გუნავა და პარტიის წარმომადგენლები, გოჩა ფერცულიანი და გიორგი შავრეშიანი კვერცხების სროლისთვის დააკავეს.

პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის წევრებთან ერთად აქცია-პერფორმანს მართავდა, სახელწოდებით „შავი ფული“.

ბეჟან გუნავამ რამდენჯერმე სცადა შენობაში შესვლა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პარტიის თავმჯდომარე ითხოვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, რატომ იყენებს წინასაარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო, მათი მტკიცებით, არადეკლარირებულ თანხებს.

ბეჟან გუნავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრასაც ითხოვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები