საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 604 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 201-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 293-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები