პროექტი „კინო სკოლაში“ შემოდგომის სეზონს სიახლით იწყებს

პროექტი „კინო სკოლაში“ შემოდგომის სეზონს სიახლით იწყებს. ამასთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კინომისიონერებთან, რომლებიც გაეცნენ აპლიკაციის მუშაობის პრინციპებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ აპლიკაცია „პროპაგანდა კინოში”. აპლიკაცია შექმნილია პროექტ „კინოს კუთხის” ფარგლებში, „შემოქმედებითი ევროპის” მხარდაჭერით.
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, პროექტი „კინო სკოლაში” კვლავ წარმატებით მიმდინარეობს. რეგულაციების დაცვით, საქართველოს 50 სკოლაში გაიმართება ონლაინგაკვეთილები ახალი კინოსაგანმანათლებლო აპლიკაციის გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები