„ეკვილიბრიუმმა“ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს მარნეულში წიგნები ჩაუტანა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ მარნეულს ესტუმრა. ამ მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით განახლდა. ეს არის სკოლა, სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ერთად სწავლობენ. წიგნები მარნეულის მე-2 საჯარო სკოლისთვის სკოლა „შავნაბადამ“ შეაგროვა.
„მარნეულის მე- 2 საჯარო სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ, სკოლაში სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები ერთად სწავლობენ. შესანიშნავი წარმოდგენა დაგვახვედრეს ბწყინვალე ქართულით და საერთოდაც, ეს სკოლა არის საუკეთესო მაგალითი მრავალი აზრით. ჩვენ დღეს დავმეგობრდით და ვიცი, დიდხანს ვიმეგობრებთ. მარნეულელი ახალგაზრდებისთვის კი წიგნები სკოლა ,,შავნაბადამ” შემოგვწირა“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
მოძრაობის პარტნიორია კომპანია „გალფი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები