განათლებისა და კულტურის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობას იწყებს

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობას იწყებს.
შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ფონდის დირექტორმა, ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი „ათინათი“ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას პოპულარიზაციას გაუწევს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეორგოლს და, სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს მედია პლატფორმაზე –
https://www.atinati.com

ასევე, სოციალური მედიის გვერდებზე: https://www.facebook.com/atinati.foundation
https://www.instagram.com/atinati__/
https://www.youtube.com/cha…/UCjQqhmi5M46_TvP6kELXhxw/videos

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ საგანმანათლებლო მიმართულებითაც ითანამშრომლებს – ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები უკვე განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ფონდის დამფუძნებელმა, ნათია ხუნტუამ.

ფონდი „ათინათი“ არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის: საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის, რომელიც ქართული ენის შესწავლის მიზნით, ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები