გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში 6-ჯერ ესროლეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავემ მიმალვა მოასწრო.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.