ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა – ინფიცირებულთა სტატისტიკაც მზარდია
ე.წ.სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ.რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან 367, ხოლო 15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ 277 დადასტურებული შემთხვევაა.
ასევე, ბოლო 24 საათში ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსს 45 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი სამამდე გაიზარდა.
ე.წ.მთავარი სანიტრის, მარინა კოჩიევას თქმით, ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 84 პაციენტი მკურნალობს.
ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში კოვიდპაციენტებს ბავშთა საავადმყოფო მიიღებს, რომლის გადაკვალიფიცირება მოხდა და ცხინვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილური ჰისპიტალი გაიშლება, შესაბამისი თხოვნით რუსეთის ხელისუფლებას დე ფაქტო მთავრობამ მიმართა, სერგეი შოიგუმ კი განკარგულება გასცა.