ამირან გამყრელიძე: მივეჩვიოთ, რომ პირბადე კოვიდთან თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც – ცხვირსახოცი ჯიბეში

“უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც – ცხვირსახოცი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ მცირე, წელიწად-ნახევარს საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს.

„ჩვენ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხშირად მეკითხებიან – რამდენია ეს კარგა ხანს? და ჩემი პასუხია: სულ მცირე, წელიწად-ნახევარს. უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც – ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში და დიახ, პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე. ჯერჯერობით, ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი მედიცინამ ვერ გამოიგონა. ეფექტურობა ცნობილია, ამ პირბადის – ჩვენ, როდესაც გვიკეთია, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70%-მდე მცირდება, ხოლო ორი ადამიანის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90%-ით მცირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები