გიორგი გახარია: ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპი თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება და, ამიტომ, ყველა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა და რეკომენდაციები დაიცვას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას. მოგეხსენებათ, საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარული ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90 პროცენტი ატარებს პირბადეს, ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70 პროცენტით მცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე – ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ისე  – მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ხანდაზმულ მოხუცებზე, რადგან ისინი არიან პირველ რიგში რისკის ჯგუფში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები