ლაშა ნაცვლიშვილი: რა გვითხრეს არასამთავრობოებმა? რა და – მელაშვილ-ილიჩოვას სწამთ, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნის და პროკურატურა მათ ამ რწმენის გამო დევნისო, ისევ გენდერზე რომ წეროთ, ვერა?

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულებს არასამთავრობოებმა ,,სინდისის პატიმრები” უწოდეს.

მისივე თქმით, ამით არასამთავრობოებმა თქვეს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას სწამთ, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნის და პროკურატურა მათ ამ რწმენის გამო დევნის.

“რამდენიმე არასამთავრობომ გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს “სინდისის პატიმრები” უწოდა. ამ “ენჯეო”-თა უსინდისობაზე ახლა არ შვჩერდები – ისტორია და ხალხი მიუჩენს მათ სათანადო ადგილს. ამჯერად, მათი აზროვნების სიდუხჭირეზე მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება: “სინდისის პატიმარი” – ყველა ქრესტომატიული განმარტებით, რწმენისა და შეხედულებების გამო სისხლის სამართლის წესით დევნილს ნიშნავს. ხოდა, რა გვითხრეს არასამთავრობოებმა ამ განცხადებით? რა და – მელაშვილსა და ილიჩოვას სწამთ, რომ დავით გარეჯი აზებაიჯანს ეკუთვნის და პროკურატურა მათ ამ რწმენის გამო დევნისო.
პ.ს.ისევ გენდერზე რომ წეროთ, ვერა?”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები