“დაახლოებით, ორი-სამი კვირა ინფიცირების მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი არ არის”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, მთელს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება. მისივე განცხადებით, დაახლოებით, ორი-სამი კვირა ინფიცირების მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი არ არის.

„ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში უარესდება. ვითარება რთულდება და ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი, ეგრეთ წოდებული მეორე ტალღაა მსოფლიოში, მათ შორის, ევროპაშიც. ჩვენ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ ინტენსიური ზრდა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინფიცირების რაოდენობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დაბალ ნიშნულს აჩვენებს.

მოგეხსენებათ, სექტემბრის 15 რიცხვიდან, უფრო ადრეც ეგრეთ წოდებულ, მეორე ტალღაში შევედით, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, შემთხვევების ზრდა იქნება. ინფიცირების მაჩვენებლის კლება უახლოეს ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები