კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 კი იმერეთში გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 იმერეთში გამოვლინდა.
მისი თქმით, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარის რეგიონში 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 66, მცხეთა-მთიანეთში -23, ასევე 23 დაფიქსირდა შიდა ქართლში, კახეთში -20, სამცხე-ჯავახეთში -18, გურიაში -15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.