როგორ ცხოვრობს ევროპის მცირედ დასახლებული რეგიონი – ესპანეთის ცენტრი, იგივე დაუსახლებელი ჩიხი

ქალაქი მოლინა-დე-არაგონი და მისი შემოგარენი ესპანეთის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. მას ​ ციმბირსა და ლაპლანდიას ადარებენ დაბალი სიმჭიდროვის გამო – 1,63 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე. წინა საუკუნის შუა ხანებში დაწყებულმა დეინდუსტრიალიაზიამ და შემდგომში მოსახლეობის შემცირებამ ეს რეგიონი, რომელიც მადრიდიდან 2 საათის სავალზე მდებარეობს, პრაქტიკულად, უდაბნოდ აქცია. მოსახლეობის 40% პენსიონერია, 8% – 15 წლამდე მოზარდი.

ადგილობრივი სკოლა ჯერ კიდევ 1974 წელს დაიხურა, ყველა მოსწავლე კი მოლინა-დე-არაგონის უფრო მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში გადაიყვანეს, სადაც 3.7 ათასი ადამიანი ცხოვრობს. რეგიონში ყველასათვის მოიძებნება საქმე როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე – პენსიონრებისთვისაც. მოხუცებისთვის, მაგალითად, სამკურნალო ვარჯიშები ტარდება. ყოველ დილით მარი ანხელოს მორენოს თავისი 11 წლის ვაჟი ავტობუსის გაჩერებაზე მიჰყავს. შემდეგ მან 68 კილომეტრი უნდა გაიაროს, რათა სკოლაში მოხვდეს.

სოფელში, სადაც 75 ადამიანი ცხოვრობს, თითქმის ნახევარი 65 წელს ზემოთაა. ხუან ხულიან მუნიოსი ადგილობრივი ახალგაზრდობის წარმომადგენელია. ის 49 წლისაა. ხუანს თავისი საქმე აქვს, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიდის, ის საქონელს ზრდის საკუთარ ფერმაში.

მარტინ მენდიეტა სკულპტორია, ის მოლინა-დე-არაგონთან ახლოს ცხოვრობს. ფინანსური კრიზისის გამო, ახლა ის საფლავის ქვებს ამზადებს.

21 წლის დავიდ ოტერი კასტილნუევოდანაა, განათლებით ელექტრიკია. კრიზისმა ის და მისი თანატოლები იძულებული გახადა, სამსახური საზღვარგარეთ მოეძებნათ ან კვალიფიკაცია შეეცვალათ. ახლა დავიდი  ტაქსიდერმისტია, ის ცხოველების ფიტულებს აკეთებს.

75 წლის ფელიქს მარტინესი სოფელ რილიო-დე-გალიოში ცხოვრობს. ის პენსიონერია და ვაშლის ხეების ბაღს უვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები