გოგა ხაინდრავა: ახალი თაობა უნდა მოვიდეს, რაღა დროს შალიკოა? არ გადამრიოთ, თან, მზად ყოფილა პრემიერობისთვის

“მინდა, მივმართო საზოგადოებას: ვისაც გინდათ, მიეცით ხმა, მაგრამ ეშმაკს ხმას ნუ მისცემთ”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
„ჩვენდა საუბედუროდ, ქართული პოლიტიკური სივრცის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ოპონენტები. „ქართული ოცნება“ მარტოა. იმიტომაა ამდენი უკმაყოფილება. საერთოდ, კარგი მთავრობები არ არსებობენ. არსებობენ, ისე რა. ის ბნედა, რასაც ვხედავთ სააკაშვილის მიმართ მისი სექტის მხრიდან, ბუნებრივი არაა განვითარებული საზოგადოებისთვის. ეს არის პირველყოფილი ადამიანის მდომარეობა, როცა ეტრფის ვიღაცას, ბელადს. ეს 21-ე საუკუნეში საქართველოს აღარ ეკადრება. სამწუხაროდ, ასე არაა. საკმაოდ დიდი რაოდენობა ამ ადამიანებისა არის გონებადაბნელებული. სხვანაირად ამას ვერაფერს დაარქმევ. ის პოლიტიკური ტაკიმასხარა, რომელმაც ჯერ ერთი ქვეყანა რა დღეში ჩააგდო, ახლა მეორეს რას უშვება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი ფენომენია.
მინდა, მივმართო საზოგადეობას: ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ ეშმაკს ხმას ნუ მისცემთ. არ მოგწონთ „ქართული ოცნება?“, ნუ აძლევთ ხმას. ახლა გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რაღაც პოლიტიკური ორგანიზაცები ჩამოაყალიბეს, ღმერთმა ქნას, ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად და მოხდეს მოძრაობა პოლიტიკურ ველზე. არიან ეს 30 -წლიანი დახავსებული, დაჭაობებული ვითომ პოლიტიკოსები. ყველაზე ნათელი სურათი იყო შალიკოს ფანჩატურში, ერთად რომ ისხდნენ, ტერარიუმი. ვერ იტანდნენ ერთმანეთს, მიუხედავად ამისა, რაღაც ერთობაზე იტყუებოდნენ. რა ერთობა აქვთ, აგერ, კი ხედავთ. ერთმანეთის რა ლანძღვა-გინება აქვთ ატეხილი. ეს უნდა დავამთავროთ. ახალი თაობა უნდა მოვიდეს. რაღა დროს შალიკოა? არ გადამრიოთ. თან, მზად ყოფილა პრემიერობისთვის, გვერდზე უზის ძალა და გამოცდილება. სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. 2 კვირა დარჩა, რთული პერიოდი დაგვრჩა. ეს შიდა ვირუსი უნდა დავამარცხოთ. ეს ადამიანები უნდა მოვაცილოთ პოლიტიკურ ასპარაზს. მათი ყოფნა პოლიტიკურ ველში არის სახიფათო და საზიანო ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები