გიორგი გახარია: აჭარაში ინფიცირებულების შემთხვევების მართვა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით

დღეს როგორც ხდება ინფიცირებულების შემთხვევების მართვა აჭარაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მთავრობის მეთაურის თქმით, ის ესაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ ხდება მუნიციპალურ ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა და კონტროლი.

„აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა ასეთი სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების შემთხვევების სწრაფი ზრდა ხდება, იქ შემდგომ რამდენიმე სისტემამ უნდა გაიაროს ადაპტაცია. აჭარის მაგალითზე გეტყვით გარგად – პირველი სისტემა, რომელსაც ადაპტაცია უნდა გაევლო, იყო ტესტირების სისტემა. პირველი დარტყმის პირობებში გარკვეული ხარვეზები იყო და დრო დასჭირდა ამის დალაგებას. შემდგომი იყო უკვე ჰოსპიტალური სისტემა და აქაც გარკვეული ხარვეზები იყო და აქაც გამოსწორებას დრო დასჭირდა. საკადრო გადაწყვეტილებები იყო მიღებული, ასევე შეიცვალა გადანაწილების და ლოგისტიკის სისტემა, დაგვჭირდა კერძო სექტორის ჩართვა. ეს ყოველდღიური შრომაა. დღეს როგორც ხდება ინფიცირებულების შემთხვევების მართვა აჭარაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით.

დღეს მე მქონდა საუბარი ბატონ თორნიკე რიჟვაძესთან. ამ საუბრის ძირითადი თემა იყო, როგორ ვიცავთ მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარებას და როგორ აკონტროლებს ამას ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი თანამშრომლების საშუალებით. მეორეს მხრივ, აჭარაში ორი-სამი კვირის წინ იყო უმწვავესი სოციალური პრობლემები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, იმის გამო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა, მათ უბრალოდ, სამუშაო ადგილების შენარჩუნების პრობლემა ჰქონდათ. ამიტომ, რაც უფრო მეტი დისციპლინა გვაქვს და ვიცავთ წესებს, მით მეტი გახსნის შესაძლებლობა გვაქვს”, – განაცხადა გორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები