გიორგი გახარია: ტესტი გავიკეთე, პასუხი უარყოფითია

“როდესაც მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, დამატებით ტესტიც გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა?! ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?!”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მან კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, პასუხი კი უარყოფითია.

“საარჩევნო კამპანიის პირობებში, ჩვენ ყველას, მათ შორის, მეც, ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს გვეკეთა პირბადე, მათ შორის, ქალბატონ ნინო წილოსანსაც. შესაბამისად, ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზე მაღალი. მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემი თანამშრომლების წინაშე მაქვს, რომელთაც გუშინ დასავლეთიდან დაბრუნებული შევხვდი, წავედი და ტესტი გავიკეთე და ეს ტესტი არის უარყოფითი. როდესაც მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, დამატებით ტესტიც გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა?! ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?!”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები