ე.წ.სამხრეთ ოსეთში წამლების დეფიციტია – ცხინვალი თბილისზეა დამოკიდებული
ე.წ. სამხრეთ ოსეთში წამლების დეფიციტია. ე.წ.რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საბაჟოზე შექმნილი პრობლემების გამო, მეწარმეები უკვე ერთი თვეა, ვერ ახერხებენ მედიკამენტების შეტანას, – წერს ადგილობრივი მედია.
როგორც ცხინვალის აფთიაქებში აცხადებენ, მედიკამენტების ბოლო მარაგი ერთი თვის წინ მიიღეს, მაშინ – როდესაც აღნიშნული კვირაში ერთხელ ხდებოდა.
“პრობლემა უკავშირდება ტვირთის აუცილებელ დეკლარირებას, ხარჯი იზრდება. ასევე იმას, რომ სახელმწიფო საზღვრის გავლით უცხოური წარმოების მედიკამენტების შეტანა გართულებულია. რუსეთიდან წამლების ექსპორტირების შემთხვევაში, ჩვენ მწარმოებლისგან ნებართვა უნდა გვქონდეს. გამომდინარე იქედან, რომ სამხრეთ ოსეთი ნაწილობრივად აღიარებული სახელმწიფოა, მწარმოებლები საქართველოს დისტრიბუტორებთან გვაგზავნიან. ჩვენი ასორტიმენტის 80% კი უცხოური წარმოების საქონელია”, – აღნიშნავენ აფთიაქების მფლობელები.