კლასიკური მუსიკის კონცერტი

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ონლაინრეჟიმში, YAMAHA-ს ოფიციალური შოურუმიდან, კლასიკური მუსიკის კონცერტს კონსერვატორიის სტუდენტი, პიანისტი – გიორგი შიოლაშვილი გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პანდემიის პირობებში თითოეული ადამიანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესად წამახალისებელია, მითუმეტეს კლასიკური მუსიკის წარმომადგენლისთვის.

პროგრამა:
I ნაწილი:
ი.ბრამსი – სონატა თხზ.1, N1, C dur

II ნაწილი:
ლ.ვ.ბეთჰოვენი – სონატა თხზ.53, N.21 “ავრორა” C dur
ფ.შოპენი – ეტიუდი თხზ.10, N.4
კ. დებიუსი – ესტამპები
გ. შავერზაშვილი – ჯაზ-ხორუმი

გიორგი შიოლაშვილი დაიბადა 1998 წელს თბილისში. 7 წლის ასაკიდან სწავლობდა თბილისის 21-ე ხელოვნების სკოლაში, საფორტეპიანო განყოფილებაზე.
9 წლის ასაკიდან აქტიურად მღერის და მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსში: 2008 წელს მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო პროექტ “ანა-ბანაში“, სადაც გახდა II ადგილის მფლობელი და იმავე წელს გახდა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული ჯგუფ „ბზიკებთან” ერთად.
ევროპის ქვეყნის პრეზიდენტებისგან მიიღო მილოცვა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისგანაც, რომელმაც დასააჩუქრა.
მათ ასევე გამოეხმაურა ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მილოცვით და მიიწვია თავის კონცერტზე. ჰქონდათ მიწვევები – მალტაში, ლიტვაში, ბელორუსიაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში…
2011 წელს მიიღო მონაწილეობა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმულ მიუზიკლში „ოლივერ ტვისტში”, დავით საყვარელიძის რეჟისორობით.
2017 წელს წარმატებით ჩაირიცხა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პირველ ნომრად და სწავლის პერიოდში მიენიჭა სტიპენდია. 2019 წელს იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში გამართულ კონცერტზე მიიღო მონაწილეობა. ამავე წელს გაიმარჯვა “Tbilisi Piano Fest” – ზე. მიღებული აქვს მასტერკლასები: ედიშერ სავიცკი, ოქსანა იაბლონსკაია, იარონ როსენტალი, ჯეფრი სვონი, ჯერომ როუზი, დუდანა მაზმანიშვილი, თამარ აჩბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები