ტრადიციული მრავალხმიანობის X საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი

20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრში, ტრადიციული მრავალხმიანობის X საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შემსრულებელი თბილისური ანსამბლები: „ანჩისხატი“, „ბასიანი“, „დიდგორი“, „მთიები“, „შავნაბადა“, „სახიობა“, „იალონი“, „კიმილია“.

კონცერტი გაიმართება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ღონისძიება მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
შესაბამისად, ლიმიტირებული იქნება კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობა და სტუმრები მხოლოდ მოსაწვევებით შეძლებენ სიმპოზიუმის გახსნის საღამოზე დასწრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები