შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს “საქართველოს მელიორაცია” ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოები წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 18 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს.

ჩატარებული სამუშაოები შედეგად სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 287 777 მლნ ლარია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები