არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრეს რუნდუსთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრეს რუნდუსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების საკითხები. არჩილ ყარაულაშვილმა მადლიერება გამოხატა ესტონეთის მიერ, განვითარების კუთხით, საქართველოსადმი წლების მანძილზე გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ გადმოცემული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.