თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ
თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ და უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვან. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
თბილისში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულებისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი მიმდინარეობს. ამ მიზნით მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.