2021 წლის 01 იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება
შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, შეამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. შრომით უფლებების კონტროლში იგულისხმება მაგალითისათვის შემდეგი საკითხები: თუ რამდენად აძლევს დამსაქმებელი დასაქმებულს კუთვნილ შვებულებას, რამდენად უნაზღაურებს ე.წ. ბიულეტინს, მუშაობს თუ არა დასაქმებული ზეგანაკვეთურად და რამდენად უნაზღაურდება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები, გაფორმებული აქვს თუ არა დასაქმებულს ხელშეკრულება წერილობითი ფორმით და რა ვადით, დროულად ხდება თუ არა ხელფასების მიცემა და სხვა.შრომის ახალი კოდექსი პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაატკიცა.