დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის 2020 წლის სპეციალური გამოშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იქნება

დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის 2020 წლის სპეციალური გამოშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იქნება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დეა კულუმბეგაშვილი კოლეგებთან ერთად შეაფასებს მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და Cinéfondation-ის კინოსკოლის საკონკურსო სექციის ნამუშევრებს.
ამასთან, კანის კინოფესტივალის 2020 წლის სპეციალური გამოშვების ნაწილი იქნება დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი”, რომელიც უკვე არაერთი საერთაშორსო ჯილდოს მფლობელია. ფილმს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში აჩვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები