თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება.

მისი თქმით, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის პირობებში უწევს არჩევნების ჩატარება.

„არჩევნებთან დაკავშირებით მზადება დიდი ხანია, დაიწყო. ჩვენ მოვამზადეთ ძალიან დეტალური რეკომენდაციები საარჩევნო უბნებისა და ამომრჩევლებისთვის. არის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ვფიქრობთ, რომ ამ პირობებში არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის პირობებში უწევს არჩევნების ჩატარება. მსგავსი გამოცდილება არსებობს და ვფიქრობ, რომ ამას საარჩევნო კომისია წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები