აჭარაში, კოვიდსასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

აჭარაში მდებარე ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმში მყოფმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დაადასტურა.

„ეს იყო უეცარი სიკვდილი, გუშინ ღამით მას ესაუბრნენ ოჯახის წევრები, ექიმები – სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა თრომბულ გართულებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები