ნათია მეზვრიშვილი: ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ წესებს არ დავიცავთ

“ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ.

„რესურსები ამოუწურავი არ არის. ამიტომ ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ იმას, რომ პასუხიმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა. მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ინფიცირებულების მაჩვენებელი მზარდია, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, თუმცა, მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ ორგანიზაციებმაც, ბიზნესმა, მოქალაქეებმაც. ორი არჩევანი გვაქვს – ერთი, რომ დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როდესაც სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე – შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ქვეყანას ამის რესურსი უბრალოდ არ გააჩნია იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ. ამიტომ, მოქალაქეებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ, გაითვალისწინონ, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის და წესები უნდა შევასრულოთ”, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები