ეკატერინე ტიკარაძე: გრიპის ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს შეძენილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ მეტი გრიპის ვაქცინა შეიძინა.

მისი თქმით, ვაქცინის სრული მოცულობა საქართველოში ნოემბრის პირველ ნახევარში იქნება.

“ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, რომ შევიძინეთ გრიპის ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა. ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება იმას, რასაც საქართველო წინა წლებში მოიხმარდა და წინა წლებში, ხშირ შემთხვევაში, გვქონდა გამოუყენებელი გრიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობდა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვქონდა მოთხოვნის გაზრდის მოლოდინი, ჩვენ შევიძინეთ სამჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე ამას ყოველწლიურად ვგეგმავდით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მის გამოყენებასთან დაკავშირებით არის კონკრეტული სტრატეგია და ის გამოიყენება რისკ ჯგუფებში. პირველ ეტაპზე ის ადამიანები აიცრებიან, ვისაც ეს უკიდურესად ესაჭიროება. დღეს ჩვენ გვაქვს მიღებული პირველი რაოდენობა და შემდეგ კვირაში დამატებით ოდენობას ველოდებით. ნოემბრის პირველ ნახევარში კი უკვე გვექნება სრული მოცულობით შემოტანილი ვაქცინა. მნიშვნელოვანია, მოთმინებითა და შეგნებით მოვიქცეთ. საქართველოს აღრიცხული ჰყავს ის ადამიანები, ვისაც ვაქცინა ესაჭიროება, მათ დაუკავშირდებიან უბნის ექიმები და ეს ადამიანები აიცრებიან”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები