მასწავლებლის კორონავირუსით ინფიცირების გამო, თბილისის კლასიკური გიმნაზია სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადადის
თბილისის კლასიკური გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მიზეზის გამო, სკოლა 21 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადადის.
“ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო და პედაგოგებო! მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდ19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს, დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.