ილია მეორე: გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ფონდი – „მოწყალე სამარიტელი“ დაფუძნდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, დაარსდა ფონდი – „მოწყალე სამარიტელი“.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, ახლადდაარსებულ ფონდში – „მოწყალე სამარიტელი“ თუნდაც ერთი ლარი გადარიცხონ, რათა გაჭირვებული ადამიანების დახმარება შეძლონ.

„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა არის დიდი დღესასწაული, ღვთის წყალობა, ღვთის მადლის მიღება, მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი, იყოს მფარველი თქვენი, საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი.

დაფუძნდა ფონდი, „მოწყალე სამარიტელი“ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს, მიიღოს მონაწილეობა, ამ ფონდში თვეში შემოიტანს ერთ ლარს. იმედი მაქვს, ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები