ამირან გამყრელიძე: ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, რომ პირბადით შევიდნენ, რამდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების შემთხვევები გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რომლებიც დღეს ტაძარში მიდიან მოუწოდებს, პირბადე გამოიყენონ.

მისივე თქმით, ტაძარში კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„ყოველთვის ვარ რაღაც ბალანსის მომხრე, სავალდებულო იმას ნიშნავს, რომ გარეთაც ადამიანი უნდა დააჯარიმო, ამას აკეთებს ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, გარეთ ადამიანს ვერ დავაჯარიმებთ, მხოლოდ მოვუწოდებთ, ანუ შოლტის პრინციპი არ უნდა მუშაობდეს ყოველთვის, თვითშეგნებაა ჩვენი და როცა გეუბნებით, რომ გვაქვს ზრდა და ამ ეტაპზე ამ ზრდის შემცირება შეუძლია პირბადეს, მოდი, გამოვიყენოთ ყველამ პირბადე. დღეს დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, ადამიანებს ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, რომ პირბადით შევიდნენ ტაძრებში და იყვნენ ტაძარში პირბადით”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კითხვაზე, ხშირ შემთხვევაში ტაძარში დაცული არ არის დისტანცია და ეს რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გავრცელებას, გამყრელიძე პასუხობს -„უნდა იყოს დაცული, უწყობს ხელს“.

„არ დავასახელებ, თუმცა, იცით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს შემთხვევები რამოდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები