ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება – სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დამატებით 17 ქუჩაზე დაიწყება და, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, ჯამურად, 72 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

“სარეაბილიტაციო ქუჩების საერთი სიგრძე 55 კმ-ია და მათ ერაბილიტაციას 50 მლნ. ლარი მოხმარდება.
ქ. ზუგდიდიში უკვე დასრულდა ლ. ბერიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტყაია-რიყის გავლით სოფელ პალურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე – ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები