ანდრიუს კუბილიუსი – დავით გარეჯზე: “ქართული ოცნება” ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს
ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი დავით გარეჯის საქმეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მისი თქმით, სასაცილოა – “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს.
„საქართველოს ხელისუფლებამ “აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის” ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის – აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან – პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან – ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს”, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.