ლევან დავითაშვილი: 2020 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაიზარდა.

დავითაშვილის თქმით, ეს მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი 2020 წელს გვაქვს გაუმჯობესებული. პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ყოველ წელს გვექნება მზარდი ექსპორტი და გაუმჯობესებული ბალანსი. ეს არ არის ერთი დღის მუშაობის შედეგი, ეს არის შედეგი მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს. ყოველ წელს უკეთესი შედეგები გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები