რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

ბათუმში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ბათუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ბათუმში მოქმედ ახალგაზრდულ რეგიონულ ცენტრსა და განათლების ქალაქის მშებლობაზე.

შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი – არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები