კახა კალაძე: ოპოზიციამ პრემიერობის იმდენი კანდიდატი დაასახელა, თვლაში ავირიე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ლელოს“ მიერ მამუკა ხაზარაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ოპოზიციამ პრემიერმინისტრობის იმდენი კანდიდატი დაასახელა, რომ თვლაში აირია.

„ოპოზიციამ იმდენი კანდიდატი დაასახელა, თვლაში ავირიე. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ის არის ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ასეთი ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მისი ლიდერები და პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები