პედიატრი ინგა მამუჩიშვილი: ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები

“ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების, ტემპერატურის, დიარეის, ოსსალგია-ართრალგიების (ძვლების და სახსრების ტკივილი), თავის ტკივილის, გემოსქ და სუნის შეგრძნების დათრგუნვის, ზოგადი სისუსტის დროს დარჩით სახლში და სასწრაფოდ დაურეკეთ თქვენს ექიმს”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია.

“კიდევ ერთი გაფრთხილება და თხოვნა – ნუ მალავთ რესპირაციული სიმპტომების არსებობას, ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები/ჯანმრთელებად შენიღბულები, გაუფრთხილდით გარშემომყოფებს და საკუთარ ჯანმრთელობას პირველ რიგში! თითოეული სიმპტომი ძალიან მნიშვნელოვანია! ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს აუცილებელია რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტის იზოლაცია! შემთხვევები მატულობს და მოხდა აღრევაც კოვიდ ინფექციისა და სხვა ვირუსული ინფექციების.

ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომების, ტემპერატურის, დიარეის, ოსსალგია-ართრალგიების (ძვლების და სახსრების ტკივილი), თავის ტკივილის, გემოსა და სუნის შეგრძნების დათრგნვის,ზოგადი სისუსტის დროს დარჩით სახლში და სასწრაფოდ მოახდინეთ სატელეფონო კომუნიკაცია თქვენს ექიმთან! P.S ისე ერთი რამ მაინტერესრბს, რატომ ვმალავთ ჩვენს დიაგნოზებს (ინფექციურს არ ეხება ამ შემთხვევაში) ესეც ქართული სინდრომია? (მტრებს გავახარებ, ხალხი გაიგებს და სირცხვილია…)ავადმყოფობა არასდროს არ არის სირცხვილი! მე ეს სტიგმა დავამსხვრიე, სააშკარაოდ გამოვიტანე ჩემი დაავადება და ამის შემდეგ გაუმჯობესდა ჩემი ჯანმრთელობა იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით! პრობლემის დამალვით ვერასდროს ვერ მოაგვარებთ მას. ვიყოთ ფრთხილები და ყურადღებიანები”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები