გოჩა ენუქიძე იფარის თემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე იფარის თემის სოფლების, ადიშის, ბოგრეშის, ზეგანისა და ნაკიფარის მოსახლეობას შეხვდა, სადაც: განხორციელდა 6 პროექტი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში; მოეწყო გზის საყრდენი და ნაპირდამცავი გაბიონები სოფლებში, ზეგანსა და ბოგრეშში​; რეაბილიტირდა სოფელ ადიშისა და ბოგრეშის ხიდები; მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონები მდინარე ადიშურაზე​; დაგეგმილია იფარის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ენუქიძის თქმით, განათლებული თაობა უკეთესი მომავლის გარანტია.

“განსაკუთრებით მიხარია იფარის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი, რომელიც იფარის თემის მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცემს სასკოლო განათლება უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მიიღონ.

განათლებული თაობა უკეთესი მომავლის გარანტია, ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობა შეუქცევად პროცესად უნდა იქცეს”,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები