მეხანძრე-მაშველები სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ(ფოტო,ვიდეო)

მეხანძრე-მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებს განაგრძობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ​ცნობით, სამაშველო-საძიებო ოპერაციაში 15-კაციანი ჯგუფი და დრონია ჩართული.

“დღეს, საძიებო სამუშაოებში ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში, ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც. ამ დრომდე გრძელდება გაუჩინარებული 61 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები