თბილისში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა, აჭარაში კი შემცირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა.

„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა -190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ, თბილისში მოიმატა – 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთშია – 91, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში -10 პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3, სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევა“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები