გიორგი გახარია: ოპოზიციას მინდა, ვუთხრა, რომ ხელისუფლებას არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი აქვს და ეს არც სჭირდება

“საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ამას 31 ოქტომბერს ყველა დაინახავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს ექნება თავისი ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა.

“ოპოზიციას მინდა, ვუთხრა, რომ ხელისუფლებასა და მთავრობას არანაირი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი აქვს და არც სჭირდება. ამას ყველა დავინახავთ 31 ოქტომბერს, როდესაც არჩევნები ჩატარდება სუფთად, დემოკრატიულად. ყველა მოქალაქეს ექნება თავისი ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები