გიორგი გახარია: „მწვანე ზონის“ სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განმსაზღვრელი, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა

“დღეს საქართველო რჩება “მწვანე ქვეყანად” და პანდემიას ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ეფექტურად მართავს”, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, “მწვანე ზონის” სტატუსი ქვეყანამ ხვალ დაკარგოს და ზეგ მოიპოვოს, მაგრამ მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.

„მწვანე ზონის” სტატუსიც არ არის ახლა მთავარი განმსაზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება, “მწვანე ქვეყნის” სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და მესამე, სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები