რას ნიშნავს კორონავირუსთან ადაპტაციისა და თანაცხოვრების ეტაპზე გადასვლა – პრემიერის განმარტება
“ჩვენ გადავედით კორონავირუსთან ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე. ეს დეტალურად უნდა ავხსნა, რადგან ათას სისულელეს ლაპარაკობენ იმასთან მიმართებით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„პირველი გახლავთ სწრაფი გამოვლენა. სწრაფ გამოვლენას აქვს თავისი ინსტრუმენტები და ამას ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით. ეს არის ეფექტიანი და მიზნობრივი ტესტირების ხარისხის ზრდა. მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით და მესამე არის ადამიანის ნორმალურ, სწრაფ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რაც უკვე ეკონომიკური განზომილებაა“, – განაცხადა პრემიერმა.