გიორგი გახარია: უნდა გვესმოდეს დისციპლინა, რომლითაც წესებს დავიცავთ არის გარანტი, რომ ჩვენ მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღვადგენთ ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს
“ვირუსთან ერთად ვცხოვრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ – სახელმწიფომ, მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა თავისი ფუნქციები იცოდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
“ადაპტაციისa და მართვის ეტაპზე ვიმყოფებით, რაც ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ – სახელმწიფომ, მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა თავისი ფუნქციები იცოდეს. ვირუსთან ერთად ვცხოვრობთ. წესები შესასრულებლად მარტივია და ნორმალური სოციალური ცხოვრებისთვის გვჭირდება. გვჭირდება იმისთვის, რომ არ დავხუროთ სკოლები, პოლიტიკური პროცესი, ეკონომიკა. ეს გლობალური წესებია, რომელიც მთელs მსოფლიოში მოქმედებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ არის გარანტი, რომ ჩვენ წყნარად, მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესებს”, – განაცხადა პრემიერმა.