აზერბაიჯანი მზად არის, სომეხი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გახსნას

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის მოსახლეობას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით მიმართავს.

როგორც უწყების ლეიტენანტმა, ანარ ეივაზოვმა ბრიფინგზე განაცხადა, სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესახებ მემორანდუმის პრინციპებს იცავს.

“მიმართვა ვრცელდება მოწინააღმდეგის სამხედროებზეც, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაგვბარდებიან. აზერბაიჯანის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენი სამხედროები იმ პირთა დახმარების წესებს იცავენ, რომლებიც კონფლიქტში არ მონაწილეობენ. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის არმიის სამიზნე სომხეთის არმიის მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. აზერბაიჯანის არმია საერთაშორისო სამართლის ნორმების შესახებ მემორანდუმის პრინციპებს იცავს”, – თქვა ეივაზოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები